მაჩას ისტორია საუკუნეებს ითვლის. მისი კულტურა იაპონიაში ჩაისახა, სადაც საუკუნეების განმავლობაში ჩაის ცერემონიების განუყოფელი ნაწილი იყო. დღეს კი მაჩა მთელ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სასმელად მიიჩნევა მათთვის, ვინც ჯანსაღი ცხოვრების წესს ანიჭებს უპირატესობას.
გემოსთან ერთად, მაჩა გამოირჩევა ბუნებრივი ენერგიითა და ანტიოქსიდანტებით. განსხვავებით ჩვეულებრივი მწვანე ჩაისგან, მაჩას მომზადებისას ფოთოლი სრულად გამოიყენება და სწორედ ამიტომ მასში ნარჩუნდება უფრო მეტი სასარგებლო კომპონენტი.
მაჩა მზადდება ახალგაზრდა ჩაის ფოთლებისგან, რომლებიც ჩრდილში იზრდება, შემდეგ კი ფაქიზად იფქვება უმაღლესი ხარისხის ფხვნილად. სწორედ ეს პროცესი აძლევს მას გამორჩეულ ფერსა და არომატს.
ამ ზაფხულს ეს განსაკუთრებული გამოცდილება სასპერიაშიც გელოდებათ. მთელი ზაფხულის განმავლობაში შეგიძლიათ დააგემოვნოთ პრემიუმ იაპონური მაჩა როგორც ცივი, ისე ცხელი ვერსიით — აირჩიეთ თქვენთვის სასურველი და დატკბით მისი გამორჩეული გემოთი სასპერიას ულამაზეს გარემოში.



კომენტარის დატოვება