თუ სასპერია-ში პირველად მოდიხართ, ჩვენი საფირმო ღორის ნეკნი აუცილებლად უნდა გასინჯოთ.
ნეკნს თაფლსა და ქართულ აჯიკაში ვამარინადებთ, შემდეგ კი ისე ვამზადებთ, რომ ხორცი ნაზი და არომატული დარჩეს, ზედაპირი კი სასიამოვნოდ კარამელიზებული გახდეს. თაფლი კერძს მსუბუქ სიტკბოს აძლევს, აჯიკა კი ზომიერ სიმწარეს, რაც ერთმანეთს ძალიან კარგად აბალანსებს.
ნეკნს ვაყოლებთ კარტოფილს, პომიდორს, ნიორსა და ტყემალს. ნაცნობი ქართული გემოებია, თუმცა ჩვენს სტილში მომზადებული.
ეს ის კერძია, რომელიც მარტივად შეიძლება გახდეს თქვენი ფავორიტი, განსაკუთრებით თუ მოგწონთ ნაზი ხორცი, ცოტა სიტკბო და ქართული აჯიკის სასიამოვნო სიმწარე.
მარილში გამომცხვარი ღორის ნეკნი ერთ-ერთი ის კერძია, რომელიც ერთხელ გასინჯვის შემდეგ კიდევ მოგინდებათ



კომენტარის დატოვება