სასპერიას ღვინო, ჩვენი ვენახებიდან თქვენს სუფრამდე

სასპერია თავად აწარმოებს საკუთარ ღვინოს, ქართულ მეღვინეობის ტრადიციებზე დაფუძნებულ სასმელს, რომელიც ჩვენი სამზარეულოსა და სტუმრობის გამოცდილების განუყოფელი ნაწილია.

ჩვენი ვენახები წარმოდგენილია საგურამოსა და ზესოფელში, სადაც განსაკუთრებული გარემო და ნიადაგი ქმნის იმ პირობებს, რაც ხარისხიანი და გამორჩეული ღვინის მისაღებად არის საჭირო. სწორედ ამ ვენახებიდან მიღებული ყურძნით ვქმნით ჩვენს ღვინოებს, რომლებიც განსხვავებული ხასიათითა და არომატით გამოირჩევა.

სასპერიაში ვაწარმოებთ ღვინოებს შემდეგი ჯიშებისგან: გორული მწვანე, მუსკატი, ქისი და ჩინური. თითოეული ჯიში თავის უნიკალურ თვისებებს ავლენს, იქნება ეს დახვეწილი არომატი, მსუბუქი გემო თუ გამორჩეული სტრუქტურა.

ღვინის შექმნის პროცესი ჩვენთვის იწყება ვენახიდან, ყურძნის შერჩევით, მოსავლის მოვლითა და თითოეული ეტაპის ყურადღებით კონტროლით. სწორედ ეს მიდგომა გვაძლევს საშუალებას, შევინარჩუნოთ ჯიშების ბუნებრივი ხასიათი და შევქმნათ ღვინოები, რომლებიც ავთენტურ გემოსა და ხარისხს აერთიანებს.

ჩვენი ღვინოები შექმნილია იმისთვის, რომ სრულად შეავსოს სასპერიას სამზარეულო და კერძებთან ერთად სტუმრებს განსაკუთრებული გემოვნური გამოცდილება შესთავაზოს. თითოეული ბოთლი ჩვენი ვენახების, შერჩეული ჯიშებისა და ხარისხზე ორიენტირებული მიდგომის შედეგია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *